გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდაშვილის ვალენსიაზე ფიქრობენ | საუდელებს ცნობილი კლუბის ყიდვა სურთ

საუდის არაბეთის სამეფო ოჯახთან დაახლოებულ ინვესტორთა ჯგუფს ევროპული საფეხბურთო კლუბის შეძენა სურს. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა, Independent-ი ავრცელებს და წერს, რომ მათი მიზანი „ნიუკასლის“ მსგავსი კლუბის ყიდვაა.

ინვესტორთა ჯგუფს ორი ვარიანტი აქვს შერჩეული და ერთი გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიაა“, მეორე - „მარსელი“. ეს კლუბები მიმზიდველია, რადგან მათ მდიდარი ისტორია აქვთ და არც თუ ისე წარმატებული პერიოდი უდგათ, რაც ნიშნავს, რომ მცირე ინვესტიციითაც დიდი პროგრესისა და ეკონომიკური ზრდის მიღწევაა შესაძლებელი.

ბრიტანული გამოცემის მიხედვით, საუდის არაბეთის სამეფო ოჯახთან დაახლოებული ჯგუფი „ვალენსიას“ „მარსელზე“ წინ აყენებს, რადგან „ღამურები“ შედარებით მაღალპროფილიან ჩემპიონატში ასპარეზობენ. თუმცა, „ჩეს“ პრეზიდენტი, პიტერ ლიმი კლუბის გაყიდვას მანამ არ აპირებს, სანამ „ღამურებს“ ახალი სტადიონი არ ექნებათ. ასე რომ, არის შანსი, საუდელებმა ყურადღება „მარსელზე“ გადაიტანონ.

შეგახსენებთ, რომ „ნიუკასლის“ შეძენის შემდეგ, საუდელებმა კლუბში 300 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ინვესტიცია განახორციელეს და „კაჭკაჭებმა“ დიდ პროგრესს მიაღწიეს. „ნიუკასლი“ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და რამდენიმე დღის წინ, „პარი სენ-ჟერმენი“ 4:1 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დოლიძე ჩიმაევის წინააღმდეგ? | შესაძლოა პაულო კოსტა ჩაანაცვლოს
დოლიძე ჩიმაევის წინააღმდეგ? | შესაძლოა პაულო კოსტა ჩაანაცვლოს