სი ჯეი მაკკოლუმი, გოგა ბითაძე, პაოლო ბანკერო, ზაიონ უილიამსონი, უენდელ კარტერ ჯუნიორი
Aa
Aa

მცირე სათამაშო დრო და პროდუქტიული გოგა | ბითაძის 7 ქულა პელიკანსთან

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ წინასასეზონო ეტაპი დაიწყო და პირველი მოსამზადებელი მატჩი „ნიუ ორლეან პელიკანსის“ წინააღმდეგ გამართა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და 122:105 იმარჯვა.

გოგას ბევრი სათამაშო დრო არ მიუღია და პარკეტზე მხოლოდ 8 წუთი და 30 წამი გაატარა, მაგრამ მაინც პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა. ბითაძის ანგარიშზე 7 ქულა, 4 მოხსნა (2 შეტევაში) და 2 დაფარება იყო. ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 18 ქულა ვენდელ კარტერ ჯუნიორმა დააგროვა. კოულ ენტონის 13 ქულა ჰქონდა, პაოლო ბანკეროს - 12. „ნიუ ორლეანის“ მხრიდან საუკეთესო ბრენდონ ინგრემი იყო - 14 ქულა, 4 მოხსნა. სიჯეი მაკკოლუმმა და ზაიონ უილიამსონმა 12-12 ქულა მიითვალეს.

ცნობისთვის, რეგულარული სეზონის დაწყებამდე, ბითაძის გუნდი კიდევ 3 შეხვედრას გამართავს. 13 ოქტომბერს, „მეჯიქი“ „კლივლენდ კავალიერსს“ დაუპირისპირდება. 18-ში „ნიუ ორლეან პელიკანსს“ კიდევ ერთხელ გაეჯიბრება, ხოლო 21-ში „ფლამენგოს“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Tuttosport: საზონოვი გამოჯანმრთელდა და ინტერთან ითამაშებს
Tuttosport: საზონოვი გამოჯანმრთელდა და ინტერთან ითამაშებს