მორიგი ცუდი ამბავი ბარსასთვის - გავიმ ნაკრების ვარჯიშზე ტრავმა მიიღო
კატალონიის „ბარსელონაში“ ტრავმების ეპიდემიაა. ამ მომენტისთვის, „ბლაუგრანას“ პედრი, დე იონგი, ლევანდოვსკი, რაფინია და კუნდე არ ჰყავს.
ესპანური მედია კი ბარსას გულშემატკივრებისთვის მორიგ უსიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც მოგეხსენებათ, ამ მომენტისთვის ესპანეთის ეროვნული ნაკრები მოსამზადებელ პერიოდს გადის.
რა თქმა უნდა, „ფურია როხაში“ გავი გამოძახებულია. წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ტალანტი ვარჯიშის დროს ნიკო უილიამსს დაეჯახა და ტრავმა ორივე ფეხბურთელმა მიიღო.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის დაზიანებაზეა საუბარი, მაგრამ ორივე ფეხბურთელმა ვარჯიში ნაადრევად დატოვა და გამოკვლევების ჩატარება გახდა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ 28 ოქტომბერს მადრიდის „რეალს“ ეთამაშება და გავის კალიბრის ჯანმრთელად ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
????‼️ Nico Williams y Gavi, tocados tras la sesión de entrenamiento de la @SEFutbol
— Carrusel Deportivo (@carrusel) October 10, 2023
⚠️ Ambos quedan pendientes de evolución
???? España se mide a Escocia este jueves y a Noruega el domingo en dos partidos clave para estar en la Eurocopa pic.twitter.com/1DdkW3JBxP