“რუდი გარსიასთან ცუდი პერიოდი მაქვს“ - აურელიომ დუმილი დაარღვია
როგორც მოგეხსენებათ, „ნაპოლის“ გულშემატკივრები რუდი გარსიას გაშვებას ითხოვენ. ჯერჯერობით აურელიო დე ლაურენტისი ამას არ ჩქარობს, მაგრამ „ფიორენტინასთან“ წაგებამ ყველა გააღიზიანა.
„პარტენოპეის“ პრეზიდენტმა დუმილი დაარღვია და გულშემატკივრებს რამდენიმე დეტალი გაუმხილა.
დე ლაურენტისი:
„ახლა რუდი გარსიასთან ცუდი პერიოდი მაქვს. მე მეწარმე ვარ და ჩემი საქმით ვარ დაინტერესებული. სპორტული დირექტორი და მთავარი მწვრთნელი იმისთვის არიან, რომ კითხვები მათ დაუსვათ. ყოველთვის საჭიროა რეფლექსური პაუზები. ყველა ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება არასწორია.
ჩვენ უნდა შევამსუბუქოთ ნებისმიერი საჭიროება, რომელიც ცუდ გარემოებას იწვევს. არ შეიძლება ყველაფერი სწრაფად გვინდოდეს. როცა თანამშრომლობ მწვრთნელთან, რომელმაც იტალიური ფეხბურთი აღარ იცის, სირთულეები ჩნდება. ეს ნებისმიერს შეიძლება დაემართოს. სამწუხაროდ, რუდი გარსიასთან დროის უქონლობის გამო ხშირად ახლოს ვერ ვარ.“
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია ა-ს გასულ ტურში „ფიორენტინასთან“ 1:3 დამარცხდა. ამ წაგების შემდეგ, „პარტენოპეის“ 14 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზე იმყოფება. ლიდერ მილანს 7 ქულით ჩამორჩება.