ლუკა გაგნიძე
Aa
Aa

“ფიზიკურად მზად ვართ“ - გაგნიძის კომენტარი და 21-წლამდე ნაკრების ვარჯიში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 12 და 17 ოქტომბერს, ბათუმში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპის მატჩებს ნიდერლანდების და შვედეთის 21-წლამდე გუნდების წინააღმდეგ გამართავს. 

იქამდე კი რამაზ სვანაძის შეგირდებმა ვარჯიში გამართეს. ვარჯიშის დასრულების შემდეგ კი ლუკა გაგნიძემ კომენტარი გააკეთა, რომელმაც ტრავმა სულ ცოტა ხნის წინ მოიშუშა.

გაგნიძე:

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: ლევან თანდილაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (სამტრედია), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).

მცველები: გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო ბათუმი), საბა მამაცაშვილი (გაგრა), ზურაბ რუხაძე (მეტა, ლატვია), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).

ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (დინამო თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები), დემეტრე გვასალია (კოლხეთი ფოთი 1913), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (პაოკი, საბერძნეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი).

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლის პირველი ორი მატჩი გამარჯვებით დაასრულა. 6 სექტემბერს, რამაზ სვანაძის გუნდმა გიბრალტარს ქუთაისში - 2:0 აჯობა, ხოლო 12 სექტემბერს, კიშინიოვში მინიმალური სხვაობით (0:1) მოლდოვა დაამარცხა.

ვარჯიში

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
Rugby World Magazine: ნინიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სიმბოლურში
Rugby World Magazine: ნინიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სიმბოლურში