უეინ რუნი, ბირმინგემი
Aa
Aa

დისი იუნაიტედი დატოვა - რუნი ინგლისურ კლუბს გაწვრთნის

უიენ რუნიმ MLS-ში მოღვაწეობა დაასრულა. ინგლისელი მთავარი მწვრთნელი „დისი იუნაიტედიდან“ წამოვიდა.

დღეს, ცნობილი გახდა, რომ „ბირმინგემმა“ საკუთარი მწვრთნელი გაათავისუფლა. ამის პარალელურად კი ფაბრიციო რომანომ გვამცნო, რომ ინგლისური გუნდი მოლაპარაკებას რუნისთან აწარმოებს.

ცნობილი ხდება, რომ უეინი „ბირმინგემს“ სულ მალე ჩაიბარებს. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ოფიციალურ განცხადებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. ფაბრიციო რომანოს თქმით, აბსოლუტურად ყველა დეტალი შეთანხმებულია.

შეგახსენებთ, რომ რუნიმ სამწვრთნელო კარიერა 2020 წელს „დერბი ქაუნთიში“ დაიწყო, სადაც 2022 წლამდე დარჩა. გასულ წელს უეინმა MLS-ში იმუშავა.

ცნობისთვის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა თავდამსხმელმა „დისი იუნაიტედთან“ ერთად 53 შეხვედრა გამართა, საიდანაც 14 მოიგო, 14 წააგო და 25 ფრედ დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უეფამ აკრძალვა ძალაში დატოვა | რუსებს ტურნირებზე არ დაუშვებენ
უეფამ აკრძალვა ძალაში დატოვა | რუსებს ტურნირებზე არ დაუშვებენ