Rugby World Magazine: ნინიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სიმბოლურში
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს რაგბის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა. ჯგუფური ეტაპი კი დასრულდა.
ავტორიტეტულმა გამოცემა Rugby World Magazine-მა გავარდნილი გუნდებიდან საუკეთესო მორაგბეები შეარჩია და სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც დავით ნინიაშვილი მოგვევლინა.
As promised, here's our collated side of players to have been eliminated at the #RWC2023 pool stage pic.twitter.com/IJRWrBCDp2
— Rugby World (@Rugbyworldmag) October 10, 2023
შეგახსენებთ, რომ ნინიაშვილმა უელსთან ბრწყინვალედ ითამაშა და გულშემატკივრებს თავი ეფექტური ლელოთიც დაამახსოვრა, თუმცა სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და „ბორჯღალოსნები“ მაინც დამარცხდნენ.
ასევე შეგახსენებთ, ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი ნაკრები ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა. 4 მატჩიდან საქართველომ 3 წააგო და 1 ფრედ დაასრულა.
ნინიაშვილის ლელო უელსთან