აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

„ხედავთ ისრაელში რა ხდება?“ - დე ლაურენტისი გარსიაზე და საუდის არაბეთში წასვლაზე

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა „პარტენოპეის“ მთავარი მწვრთნელის, რუდი გარსიას მომავალზე და იტალიის სუპერ თასზე ისაუბრა, რომელიც საუდის არაბეთში უნდა გაიმართოს. ნეაპოლური გუნდის პირველმა პირმა განაცხადა, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს და ახსნა, საუდის არაბეთში გამგზავრების პერსპექტივა რატომ არ ხიბლავს.

„რუდი გარსიას კარგი მომენტი არ უდგას. მასთან დაკავშირებით, საუკეთესო გადაწყვეტილებას მაშინ მივიღებ, როცა ამის დრო მოვა. პაუზის აღება და დაფიქრება ყოველთვის საჭიროა. ნებისმიერი ნაჩქარევი გადაწყვეტილება არასწორია. უნდა შევეგუოთ ფაქტს, რომ ყველაფერს ერთიანად ვერ მივიღებთ. ცხოვრება ასეთი არაა. თავი უნდა დავხაროთ, სატერფულს ჩავაჭიროთ და ვიმუშაოთ. როცა ნიშნავ მწვრთნელს, რომელიც იტალიურ ფეხბურთს სათანადო დონეზე აღარ იცნობს, უნდა დაუშვა, რომ შეიძლება, პრობლემები შეექმნას. მის ადგილას ეს ნებისმიერს შეიძლებოდა, დამმართოდა.

სუპერ თასს რაც შეეხება, არაბულმა ქვეყნებმა ქალთა და დასაქმებულთა უფლებების მხრივ, ვითარება უნდა გამოასწორონ და თავი მოიწესრიგონ. იდიოტია ყველა, ვისაც სათამაშოდ საუდის არაბეთში წასვლა უნდა. ხედავთ ისრაელში რა ხდება? წარმოგიდგენიათ, რა მოხდება ამ ტერიტორიებზე საჰაერო ბლოკადა რომ გამოცხადდეს? ხვდებით, რომ 4 თვითმფრინავით 120 ფეხბურთელი მიგვყავს, რომელთა ღირებულებაც იმდენია, რამდენიც ამ ტერიტორიების?! იდიოტები ხართ! ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება რომ, რამდენიმე მილიონით მეტი იშოვოთ? ჩაატარეთ სუპერ თასი ოლიმპიკოზე. რატომ უნდა გვიწევდეს სხვა ქვეყანაში წასვლა? ბოიკოტის გამოცხადება არ მინდა, უბრალოდ ვთქვი, რომ ამაზე დავფიქრდებოდი“.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სუპერ თასის განახლებული ფორმატის მიხედვით, ჩემპიონობისთვის სერია A-სა და კოპა იტალიის გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასული გუნდები იბრძოლებენ: „ნაპოლი“, „ინტერი“, „ფიორენტინა“, „ლაციო“. „პარტენოპეის“ გარდა, საუდის არაბეთში გამგზავრებაზე უარს „ფიორენტინაც“ აცხადებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიის სუპერ თასი ნაპოლის გარეშე | პარტენოპეის საუდის არაბეთში წასვლა არ უნდა
იტალიის სუპერ თასი ნაპოლის გარეშე | პარტენოპეის საუდის არაბეთში წასვლა არ უნდა