ბილ ბომონტი
Aa
Aa

ბილ ბომონტი: „ტიერ 2-ის ქვეყნებს უმაღლეს დონეზე თამაშის მეტი შანსი უნდა მივცეთ“

მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა, ბილ ბომონტმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი შეაფასა და ტიერ 2-ის ქვეყნებზე ისაუბრა. ბომონტმა განაცხადა, რომ მსოფლიო რაგბი ყველაფერს გააკეთებს, რათა ტიერ 2-ის ქვეყნებმა უმაღლეს დონეზე თამაშის უფრო მეტი შანსი მიიღონ და სხვაობა, რომელიც მათსა და ტიერ 1-ის ქვეყნებს შორისაა, მაქსიმალურად შემცირდეს.

„ჯგუფური ეტაპის შემდეგ, 12 ნაკრებს დავემშვიდობეთ. მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ პორტუგალიამ, სამოამ, ტონგამ, ურუგვაიმ, ჩილემ და საქართველომ დაგვტოვეს, მაგრამ მათ არ დავივიწყებთ. ვალდებული ვართ, და ასეც ვიზამთ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ამ გუნდებს უმაღლეს დონეზე თამაშის უფრო მეტი შანსი მივცეთ. მათ ცენტრალური ადგილი უკავიათ საერთაშორისო კალენდრის ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიებში, რომლებიც სარგებელს უმრავლესობას მოუტანს და არა უმცირესობას.

საბოლოოდ, ეს ყველაფერი მიგვიყვანს იქამდე, რომ 2031 წელს, აშშ-ში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი, კონკურენტუნარიანი და მოულოდნელი შედეგებით დახუნძლული იქნება, რაც ქომაგებისთვის, ტელევიზიებისთვის და კომერციული პარტნიორებისთვის ბრწყინვალე რამ გახლავთ“.

შეგახსენებთ, რომ „ბორჯღალოსნები“ C ჯგუფში იმყოფებოდნენ და ბოლო ადგილზე გავიდნენ. საქართველოს ნაკრებმა ვერც ერთი თამაში ვერ მოიგო და პორტუგალიასაც ჩამორჩა, რომელმაც ბოლო ტურში ფიჯი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“გახარებული ვარ“ - ქოჩორაშვილის კომენტარი და ეროვნული ნაკრების ვარჯიში
“გახარებული ვარ“ - ქოჩორაშვილის კომენტარი და ეროვნული ნაკრების ვარჯიში