ედენ აზარი
Aa
Aa

„ოცნებები ავისრულე, დროა გავჩერდე“ - ედენ აზარმა კარიერა დაასრულა

„ჩელსის“, „რეალისა“ და „ლილის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ედენ აზარმა კარიერა 32 წლის ასაკში დაასრულა. ბელგიელმა შემტევმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გვაუწყა.

„საჭიროა, საკუთარ თავს მოუსმინო და შესაფერის დროს თქვა სიტყვა: „შეჩერდი“. 16 წლისა და 700-ზე მეტი მატჩის შემდეგ, გადავწყვიტე, საფეხბურთო კარიერა დავასრულო. ოცნებები ავისრულე და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უამრავ სტადიონზე ვითამაშე და სიამოვნება მივიღე. გამიმართლა და კარიერის განმავლობაში შესანიშნავ მწვრთნელებსა და თანაგუნდელებს შევხვდი. მინდა, ყველა მათგანს, ერთად გატარებული ბრწყინვალე დროის გამო, მადლობა გადავუხადო და ვუთხრა, რომ ძალიან მომენატრებიან.

ასევე, მინდა, კლუბებს, რომელთა რიგებშიც ვთამაშობდი, მადლობა გადავუხადო. მადლობა ლილს, ჩელსის, რეალსა და ბელგიის ეროვნულ ნაკრებს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს, მეგობრებს, მრჩევლებსა და ადამიანებს, რომლებიც ცუდსა და კარგ პერიოდებში, ჩემ გვერდით იყვნენ. დაბოლოს, დიდი ჩახუტება თქვენ, ჩემს გულშემატკივრებს, რომლებიც წლების განმავლობაში ყველგან დამყვებოდით და რომელ გუნდშიც არ უნდა მეთამაშა, მამხნევებდით. დრო მოვიდა, ჩემი საყვარელი ადამიანების კომპანიითა და ახალი გამოცდილებებით ვისიამოვნო“.

View this post on Instagram

A post shared by Eden Hazard (@hazardeden_10)

შეგახსენებთ, რომ აზარი 2007-12 წლებში „ლილის“ ღირსებას იცავდა და საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. 2012 წელს, იგი „ჩელსიში“ გადაბარგდა და „სტემფორდ ბრიჯზე“ 2019 წლამდე დარჩა. მისი ბოლო კლუბი მადრიდის „რეალი“ იყო, რომლის მაისურითაც 76 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიის სუპერ თასი ნაპოლის გარეშე | პარტენოპეის საუდის არაბეთში წასვლა არ უნდა
იტალიის სუპერ თასი ნაპოლის გარეშე | პარტენოპეის საუდის არაბეთში წასვლა არ უნდა