თორნიკე შენგელია, აკილე პოლონარა
Aa
Aa

თორნიკე შენგელიას თანაგუნდელს სიმსივნე აღმოუჩინეს

თორნიკე შენგელიას თანაგუნდელს, აკილე პოლონარას სიმსივნე აღმოუჩინეს. „ვირტუს ბოლონიამ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გვაუწყა, რომ იტალიელ კალათბურთელს სათესლე ჯირკვლის სიმსივნე დაუდგინდა.

პოლონარას დღეს ოპერაციას ჩაუტარებენ და ჯერჯერობით უცნობია, პარკეტზე როდის დაბრუნდება. „ვირტუს ბოლონიას“ განცხადების შემდეგ, 31 წლის კალათბურთელს თანადგომა ბევრმა ადამიანმა გამოუცხადა და მათ შორის შენგელიაც გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, მსგავსი დიაგნოზი „დორტმუნდის“ ფეხბურთელს, სებასტიან ალეს დაუსვეს. მას 2 ოპერაციისა და ქიმიოთერაპიის 4 კურსის გადატანა მოუწია. ალემ სიმსივნე დაამარცხა, სრულად გამოჯანმრთელდა და გერმანულ კლუბში თამასს განაგრძობს.

პოლონარამ „ვირტუს ბოლონიასთან“ ხელშეკრულება გასულ ზაფხულში გააფორმა და კლუბს საკუთარი მომავალი 2 წლით დაუკავშირა. გასულ სეზონში, იგი „ჟალგირისის“ ღირსებას იცავდა და საშუალოდ 7.3 ქულას, 6.3 მოხსნასა და 1.9 შედეგიან გადაცემას აკეთებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სირცხვილია, ეს ფეხბურთელი რომ მოიყვანეს“ - ვან დერ მეიდემ მიქაუტაძე გააკრიტიკა
„სირცხვილია, ეს ფეხბურთელი რომ მოიყვანეს“ - ვან დერ მეიდემ მიქაუტაძე გააკრიტიკა