სანდრო მამუკელაშვილი, ზაკ კოლინსი, დაგ მაკდერმოტი, ტრე ჯონსი, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

სან ანტონიომ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო | მამუმ 8 წუთი ითამაშა

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და „ოკლაჰომა სითი თანდერთან“ ამხანაგური შეხვედრა გამართა. ქართველი კალათბურთელის გუნდი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა და მინიმალური ანგარიშით, 121:122 წააგო.

სანდრომ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და ბევრი სათამაშო დრო არ მიუღია. მამუკელაშვილმა პარკეტზე 7 წუთი და 59 წამი გაატარა და მის ანგარიშზე 2 ქულა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნაა. „მამუმ“ 1 სამიანი გააფუჭა, 1 ორქულიანი ჩააგდო და 1 დაკარგვა ჰქონდა.

„სან ანტონიოს“ 2023 წლის დრაფტის პირველმა ნომერმა, ვიქტორ ვემბანიამამ ულიდერა. ფრანგმა ახალგაზრდამ 20 ქულა, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ზაკ კოლინსსა და მალაკაი ბრენჰემს 15-15 ქულა ჰქონდათ, ტრე ჯონსსა და დაგ მაკდერმოტს - 12-12. „ოკლაჰომას“ რიგებში 21 ქულით საუკეთესო ჩეტ ჰოლმგრენი იყო. ლუკ დორტმა და აიზეია ჯომ 14-14 ქულა დააგროვეს.

ცნობისთვის, რეგულარული სეზონის დაწყებამდე, „სან ანტონიო“ კიდევ რამდენიმე მოსამზადებელ შეხვედრას გამართავს. გრეგ პოპოვიჩის გუნდის მომდევნო გაჩერება „მაიამი ჰიტია“, რომელსაც 14 ოქტომბერს დაუპირისპირდება, 17-ში კი „ჰიუსტონ როქეთსს“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სერია ა-ს ტურის სიმბოლური - ჟირუ საუკეთესო მეკარედ დასახელდა
სერია ა-ს ტურის სიმბოლური - ჟირუ საუკეთესო მეკარედ დასახელდა