მილანი, ჯენოა, ოლივიე ჟირუ
Aa
Aa

სერია ა-ს ტურის სიმბოლური - ჟირუ საუკეთესო მეკარედ დასახელდა

იტალიის სერია ა-ს გასულ ტურში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. „ჯენოასა“ და „მილანის“ მატჩის მიწურულს, მენიომ წითელი ბარათი მიიღო. „როსონერის“ ცვლილების უფლება აღარ ჰქონდა და კარში ოლივიე ჟირუ ჩადგა, რომელმაც ეფექტური „სეივი“ შეასრულა და თავის გუნდს 3 ქულა გადაურჩინა. შეგახსენებთ, რომ იმ დროს „მილანი“ 1:0-ს იგებდა.

დღეს კი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. როგორც ყოველთვის, სერია ა-მ ტურის ტოპ 11 შეადგინა, სადაც ფრანგი ფეხბურთელი ფიგურირებს, თუმცა არა, როგორც თავდამსხმელი.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ტურის სიმბოლურ გუნდში მეკარის პოზიციაზე მოგვევლინა, რაც ძალიან იშვიათი შემთხვევაა.

შეგახსენებთ, რომ „ჯენოასთან“ გამარჯვების შემდეგ, „როსონერი“ 21 ქულით სერია ა-ს სატურნირო ცხრილში გალიდერდა. მეორე პოზიციას 19 ქულით „ინტერი“ იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნეაპოლელი ჟურნალისტი: “რუდი გარსიას გათავისუფლება არ იგეგმება“
ნეაპოლელი ჟურნალისტი: “რუდი გარსიას გათავისუფლება არ იგეგმება“