იუვენტუსი, მანჩესტერ იუნაიტედი, დორტმუნდის ბორუსია, ჯეიდონ სანჩო
Aa
Aa

სანჩო წავა? - იჯარით დორტმუნდი და იუვენტუსი ინტერესდებიან

როგორც მოგეხსენებათ, ჯეიდონ სანჩო ბოდიშს არ იხდის, ხოლო ერიკ ტენ ჰაგი მას გუნდში არ აბრუნებს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, შესაძლოა ინგლისელმა ნახევარმცველმა იანვარში „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვოს.

ჯეიდონი „წითელ ეშმაკებში“ საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იღებს. მისი ხელფასი კვირაში 300 000 ევრო გახლავთ და რეალურად ახლა მას ფულს არაფერში უხდიან.

Daily Mail-ის ცნობით, „იუნაიტედს“ სურს, რომ სანჩო ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაყიდოს, მაგრამ 60 მილიონის გადახდას არავინ გეგმავს. აქედან გამომდინარე, ინგლისელები იჯარის წესით გაშვებაზეც თანახმა არიან. მეტიც, თუ გარიგება შედგება, „მანჩესტერი“ მზად არის ხელფასის ნაწილი თვითონ დაფაროს.

წყაროს ცნობით, სანჩოს გადაბირებით „იუვენტუსი“ და „დორტმუნდი“ ინტერესდებიან. ერიკ ტენ ჰაგის თქმით კი მას შემდეგ, რაც ჯეიდონი ვარჯიშიდან მოკვეთა, სხვა ფეხბურთელების დისციპლინა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

შეგახსენებთ, რომ ყველაფერი „არსენალთან“ მატჩის შემდეგ დაიწყო, როდესაც ტენ ჰაგს ჰკითხეს, თუ რატომ არ ათამაშა სანჩო.

ნიდერლანდელმა სპეციალისტმა, ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 23 წლის ფეხბურთელმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშისთვის სათანადო დონე უნდა აჩვენოს.

რა თქმა უნდა, მისი ეს კომენტარი სანჩოს არ ესიამოვნა და სოციალურ ქსელში დაწერა:

„დიდი ხანია განტევების ვაცი ვარ. ეს უსამართლობაა! ვარჯიშებზე ბევრს ვმუშაობდი. არ დაიჯეროთ ის, რასაც კითხულობთ. დარწმუნებული ვარ, სხვა მიზეზებიც იყო.“

ცნობისთვის, სანჩომ აღნიშნული პოსტი რამდენიმე საათში წაშალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“განსაკუთრებულთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს“ - ლუკაკუ მოურინიოზე
“განსაკუთრებულთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს“ - ლუკაკუ მოურინიოზე