ნეაპოლელი ჟურნალისტი: “რუდი გარსიას გათავისუფლება არ იგეგმება“
„ფიორენტინასთან“ წაგების შემდეგ, აურელიო დე ლაურენტისი განრისხებული იყო. დღეს დილით, „ნაპოლის“ პრეზიდენტი და რუდი გარსია ერთმანეთს შეხვდნენ და გარკვეულ საკითხებზე ისაუბრეს.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ფრანგი სპეციალისტი დაკავებული თანამდებობიდან გაეთავისუფლებინათ, თუმცა, როგორც ჩანს, ასე არ მოხდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ნეაპოლელი ჟურნალისტი მარკო ჯიორდანო საუბრობს და განმარტავს, რომ ჯერჯერობით გარსიას გაშვება არ იგეგმება.
რა თქვა ჯიორდანომ?
„მხარეებს შორის შეხვედრა დასრულდა. რუდი გარსიას მუშაობით „ნაპოლის“ ხელმძღვანელობა ძალიან უკმაყოფილოა, მაგრამ ფრანგი მწვრთნელის გაშვება დღის წესრიგში ჯერჯერობით არ დგას.“
შეგახსენებთ, რომ „ფიორენტინასთან“ მარცხის შემდეგ, „პარტენოპეის“ სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 14 ქულით მე-5 ადგილს იკავებს და ლიდერ „მილანს“ 7 ქულით ჩამორჩება.