ალექსანდრ ჩეფერინი
Aa
Aa

რუსებზე აკრძალვა გაგრძელდება? - უეფა საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავს

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ, უეფა-მ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა. საქმე რუსული გუნდების ევრო ასპარეზზე დაშვებას ეხება.

ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, რუსეთის 17-წლამდე მამაკაცთა და ქალთა ნაკრებები საკვალიფიკაციო ეტაპებზე დაუშვა.

ამ ფაქტს სხვადასხვა ევროპული ქვეყნების ფეხბურთის ასოციაციებიდან უარყოფითი გამოხმაურება მოყვა.

დღეს, გამოცემა The Independent იტყობინება, რომ შესაძლოა ალექსანდრ ჩეფერინმა მიღებული გადაწყვეტილება შეცვალოს. აღნიშნული საკითხი უეფა-ს აღმასკომის სხდომაზე კვლავ განსახილველ თემებს შორის ფიგურირებს.

შეგახსენებთ, რომ უეფა-ს გადაწყვეტილებას პროტესტი ინგლისმა, უკრაინამ, ლატვიამ, პოლონეთმა, დანიამ და შვედეთმა გამოუცხადეს. აღნიშნულმა ქვეყნებმა რუსეთთან თამაშზე უარი განაცხადეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
5-6 კვირას გამოტოვებს - კუნდე ელ კლასიკოში გამოირიცხა
5-6 კვირას გამოტოვებს - კუნდე ელ კლასიკოში გამოირიცხა