5-6 კვირას გამოტოვებს - კუნდე ელ კლასიკოში გამოირიცხა
ლა ლიგის მორიგ ტურში „ბარსელონა“ „გრანადას“ ესტუმრა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა, თუმცა ყველაზე ცუდი ეს არ იყო.
პირველი ტაიმის მიწურულს, ჟიულ კუნდემ ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. როგორც აღმოჩნდა, ფრანგი უკანახაზელის დაზიანება რთულია. MARCA-ს ინფორმაციით, კუნდეს მუხლის პრობლემები აქვს და მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია.
ამავე წყაროზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებმა თავისი ცენტრალური მცველი არ გამოიძახა და სანაკრებო პაუზის დროს „მამლების“ მის გარეშე ითამაშებენ.
ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, ექიმები ვარაუდობენ, რომ 24 წლის ფეხბურთელი 5-6 კვირას გამოტოვეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კუნდე 28 ოქტომბერს მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ „ელ კლასიკოში“ გუნდის კიდევ ერთი ლიდერი რობერტ ლევანდოვსკი არ ეყოლება, რომელსაც ასევე ტრავმა აქვს და მინიმუმ 1 თვე მოედანზე ვერ გავა.
ცნობისთვის, ჩავი ერნანდესის გუნდი ლა ლიგაში 21 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება და მეოთხე პოზიციაზე მყოფ „ატლეტიკოს“ 2 ქულით უსწრებს, თუმცა „როხიბლანკოს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და „ბარსელონა“ პოტენციურად მეოთხე ადგილზეა.
გრანადა - ბარსელონა 2:2