გრავენბერხი საქართველოსთან არ იქნება - რაიციგერმა შემადგენლობა დაასახელა
ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები მიმდინარე თვეში ნიდერლანდებსა (12 ოქტომბერი) და შვედეთს (17 ოქტომბერი) მიიღებს. ორივე შეხვედრა ბათუმში გაიმართება.
ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაელ რაიციგერმა 23-კაციანი სია დაასახელა. სიაში „ლივერპულის’’ ნახევარმცველი რაიან გრავენბერხი და „ჩელსის’’ მცველი იან მაატსენი არ არიან, ორივე ფეხბურთელი ტრავმირებულია.
მეკარეები: დანი ვან დენ ჰეუველი (ლიდსი), რომე-ჯაიდენ ოვუსუ-ოდურო (ალკმაარი), კალვინ რატსი (უტრეხტი)
მცველები: ტირესე ასანტე (დენ ჰააგი), იულიან ბაასი (ექსელსიორი), რუბენ ვან ბომელი (ალკმაარი), ფინ ვან ბრემენი (ბაზელი), რაიან ფლამინგო (უტრეხტი), იორელ ჰატო (აიაქსი), ბიორნ მეიერი (ბრიუგე), დევაინ რენჩი (აიაქსი), ანას სალაჰ-ედინე (აიაქსი).
ნახევარმცველები/ფორვარდები: მაირონ ვან ბრედეროდე (ალკმაარი), სონტე ჰანსენი (ნაიმეგენი), ფედე დე იონგი (კამბური), ნარაიშო კასანვირო (ვენის რაპიდი), მილიონ მანჰუფი (ვიტესი), ნოა ოჰაიო (ლიეჟის სტანდარდი), ერნესტ პოკუ (ალკმაარი), დირკ პროპერი (ნაიმეგენი), იური რეგერი (ტვენტე), კენეტ ტეილორი (აიაქსი), კალვინ ტვიხტი (ვოლენდამი).
საქართველოსა და ნიდერლანდების ახალგაზრდული ნაკრებების დაპირისპირებას ბათუმი 12 ოქტომბერს უმასპინძლებს. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.
C ჯგუფში ნიდერლანდები და საქართველო 6-6 ქულით ჯგუფის ლიდერები არიან. მაკედონიის, მოლდოვისა და შვედეთის აქტივში 3 ქულაა. გიბრალტარი 0 ქულით აუტსაიდერია.
შეგახსენებთ, საწყის ორ ტურში რამაზ სვანაძის გუნდმა შინ გიბრალტარი (2:0) და სტუმრად მოლდოვა (0:1) დაამარცხა.