ილია თოფურია, ბრაის მიტჩელი
Aa
Aa

„აუცილებლად დავამარცხებ“ - ბრაის მიტჩელს ილიასთან რემატჩი უნდა

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ბრაის მიტჩელმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. მიტჩელს „ელ მატადორთან“ რემატჩის გამართვა სურს და დარწმუნებულია, რომ თოფურიას დამარცხება შეუძლია.

„ილია თოფურიასთან რემატჩს სიამოვნებით გავმართავდი და ვიცი, რომ ბევრ რამეს უკეთესად გავაკეთებ. პირველ რიგში, ოქტაგონზე აბსოლუტურად ჯანმრთელი გავალ და თოფურიას მაგრად ვცემ. როცა მას პარტერში გადავიყვან, სერიოზული პრობლემები შეექმნება. ჩვენი ბრძოლის პირველ რაუნდში ასე მოხდა და 2 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდი. ვიცი, რომ როცა პარტერში გადავიყვან, ვერც კი წამოდგება და რემატჩს აუცილებლად მოვიგებ".

ცნობისთვის, მიტჩელს წარსულში რამდენჯერმე უთქვამს, რომ ილიასთან წაგებას წაგებად არ თვლის, რადგან ჩხუბამდე ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ოქტაგონზე გასვლამდე, ბრაისი გრიპს ებრძოდა, ბრძოლას სასურველ კონდიციაში ვერ შეხვდა და როგორც ამბობს, ჩხუბის საღამოს მეხუთეკლასელიც სცემდა.

შეგახსენებთ, რომ ილიამ მიტჩელი დააფინიშა და მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. ბრაისთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, „ელ მატადორი“ ჯოშ ემეტს დაუპირისპირდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სეზონში მე-4 გოლი - კიტეიშვილის მაგარი შესრულება და მაღალი შეფასება
სეზონში მე-4 გოლი - კიტეიშვილის მაგარი შესრულება და მაღალი შეფასება