ხვიჩა კვარაცხელია, ვინჩენცო იტალიანო, მაიკლ კაიოდე
Aa
Aa

კვარას წინააღმდეგ უპრობლემოდ თამაში მარტივი არ იყო - იტალიანო კაიოდეზე

იტალიის სერია ა-ს მე-8 ტურში „ნაპოლი’’ „დიეგო მარადონაზე’’ ფლორენციის „ფიორენტინასთან’’ 1:3 დამარცხდა. „პარტენოპეის'' მთავარი მწვრთნელის, რუდი გარსიას მომავალი კვლავ ბუნდოვანი გახდა, „ნაპოლიმ'' სერია ა-ს მიმდინარე სეზონში მეორე თამაში წააგო და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ლიდერ „მილანს'' 7 ქულით ჩამორჩება.

ტრადიციულად, ხვიჩა კვარაცხელიამ სასტარტოში ითამაშა. ხშირად უკან იწევდა და დაცვით ფუნქციებს ასრულებდა. შეტევაში ნაკლებად პროდუქტიული იყო.

„ფიორენტინას’’ მარჯვენა მცველი მაიკლ კაიოდე ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ ძალიან კარგად თამაშობდა, თუმცა იყო ერთი ეპიზოდი, როცა ქართველმა მეტოქის საჯარიმოში კაიოდეს ბურთი აართვა, რეალური საგოლე მომენტი იქმნებოდა, თუმცა რასპადორის პასი ჩაჭრეს. 83-ე წუთზე კაიოდე გაიყვანეს და რანიერი შემოიყვანეს, რომელიც კაიოდეს მსგავსად ხვიჩას პერსონალურად მეურვეობდა.

მატჩის შემდეგ „ფიორენტინას'' მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო იტალიანომ კაიოდესა და კვარაცხელიაზე ისაუბრა:

„კაიოდე ყოველ მატჩში პროგრესირებს. შეხვედრამდე ვუთხარი, რომ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელთან ითამაშებდა. თუ მას შანსს მისცემ, წნეხში მოგაქევს. კვარაცხელიას წინააღმდეგ უპრობლემოდ თამაში მარტივი არ იყო. კაიოდე სწრაფად ვითარებდა, მაღალ დონეზე თამაშობს''.

8 ტურის შემდეგ „მილანი’’ 21 ქულით პირველ ადგილზეა, მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი’’ 14 ქულით მე-5 ადგილზეა, ლიდერს 7 ქულით ჩამორჩება.

ამ გამარჯვებით „ფიორენტინამ’’ „ნაპოლის’’ გაასწრო და მე-4 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები