უსმან დემბელე, ლუის ენრიკე
Aa
Aa

სიგიჟე, თუ სწორი მიგნება? ლუის ენრიკე დემბელეს 10 ნომერზე მოიაზრებს

პსჟ მიმდინარე სეზონში საკმაოდ უცნაური გუნდია და უცნაურ ფეხბურთსაც თამაშობს. პარიზელებს გარდამავალი ეტაპი აქვთ - მესი-ნეიმარის წასვლის შემდეგ, ახალი გუნდის შენების პროცესი მიმდინარეობს და ლუის ენრიკეს რთული საქმე ხვდა წილად.

ესპანელი სპეციალისტის იდეებს ფრანგული პრესა არც ისე აღტაცებით ხვდება.

ენრიკეს „ნიუკასლთან“ 1:4-ის შემდეგ, უცნაური 4-4-2-ის შესახებ ჰკითხეს, რაზეც ასე უპასუხა:

„რატომ არ გადავაწყვე მეორე ტაიმში ტაქტიკა და კვლავ 4-4-2 დავტოვე? იმიტომ, რომ ვფიქრობდი ასე უკეთესი იქნებოდა. ახლაც იმავე აზრზე ვარ“.

ამჯერად, როგორც Goal-ი წერს, ლუის ენრიკეს პსჟ-ში 4-2-3-1 სქემის გამოყენებას გეგმავს, თუმცა აქ მთავარი სულ სხვა რამ გახლავთ.

უსმან დემბელეს, რომელსაც მიმდინარე სეზონში პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირზე 8 მატჩში 0 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს, ესპანელი სპეციალისტი 10 ნომერზე გამოყენებას გეგმავს. ამ ინფორმაციას Le Parisien-იც ადასტურებს.

დემბელე, რომ ნაკლებად კრეატიული და მოაზროვნე ფეხბურთელია, ამაზე მისი კარიერაც მოწმობს. რამდენად გაამართლებს მისი გამთამაშებლად გამოყენება, ამის ხილვა საინტერესო იქნება. ჯერჯერობით, ამ თემაზე საბოლოო და ოფიციალური გადაწყვეტილება არ არსებობს. დღეს პსჟ „რენს“ დაუპირისპირდება. ყველაფერი უახლოეს მატჩებში გამოჩნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპაში დაბრუნდება? მესი და ინტერ მაიამი პლეი-ოფს მიღმა დარჩა
ევროპაში დაბრუნდება? მესი და ინტერ მაიამი პლეი-ოფს მიღმა დარჩა