„მესიმ პირობა მომცა, რომ არსენალს 3-ს გაუტანდა, შემდეგ მეოთხეც გაიტანა“
დიეგო მილიტომ Marca-სთან საუბრისას 2010 წლის მოვლენები გაიხსენა და თავისი ძმისგან გაბრიელ მილიტოსგან მოყოლილი ისტორია გაგვიზიარა.
2009/10 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური მატჩი „არსენალსა“ და „ბარსელონას“ შორის, რომელიც „კამპ ნოუზე“ გაიმართა და მე-18 წუთზე გაბრიელ მილიტოს შეცდომით დაიწყო, რომელიც ნიკლას ბენდტნერმა გოლად აქცია.
„2009/10 წლების სეზონში ინტერში ვთამაშობდი და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავედით. ჩვენი მეტოქე ბარსელონასა და არსენალს შორის გამარჯვებული უნდა ყოფილიყო. მათი პირველი მატჩი ლონდონში 2:2 დასრულდა.
კამპ ნოუზე მეორე შეხვედრაში არსენალი ჩემი ძმის გაბრიელის შეცდომის შემდეგ დაწინაურდა. იმ მომენტში მესი გაბისთან მივიდა და უთხრა:
მესი: „გაბი, მშვიდად იყავი, 3 გოლს გავიტან".
ამის შემდეგ, მესიმ მართლაც სამი გოლი გაიტანა, თუმცა ჯერ ყველაფერი გადაწყვეტილი არ იყო. ჩემი ძმა ლეოსთან მივიდა და უთხრა:
გაბი მილიტო: „ლეო, მიდი მეოთხეც გაიტანე და ყველაფერი დაასრულე".
მესიმ უპასუხა: „კიდევ ერთი გოლი გინდა? კარგი ასე იყოს".
ამის შემდეგ, მან მეოთხეც გაიტანა..." - იხსენებს დიეგო მილიტო.
შეგახსენებთ, რომ შემდეგ ნახევარფინალში „ბარსელონა“ „ინტერთან“ დამარცხდა. „ბარსას“ ერთი ბურთი დიეგო მილიტომაც გაუტანა, რომელმაც შემდეგ ფინალში „ბაიერნს“ დუბლი შეუსრულა და თასიც აღმართა.