ბობი გრინი
Aa
Aa

33 წამში დაანოკაუტა | ბობი გრინმა გრანტ დოუსონი გათიშა

გამთენიისას UFC Apex-ზე საღამოს მთავარი ბრძოლა შედგა - UFC-ის მსუბუქი წონითი კატეგორიის მე-10 ნომერი გრანტ დოუსონი ბობი გრინმა ორთაბრძოლის დაწყებიდან 33 წამში დაანოკაუტა.

გრინს ამ ბრძოლამდე მოგება-წაგებათა ბალანსი 31-14-ზე ჰქონდა. გრანტ დოუსონს კი 20-2-ზე. მისი წინა მეტოქე ტონი ფერგიუსონი იყო, რომელსაც დანებება აიძულა და ისე სძლია.

ბრძოლის დაწყებამდე აშკარა ფავორიტად დოუსონი ითვლებოდა. მას ორგანიზაციაში ჩატარებული 9 ორთაბრძოლიდან 0 მარცხი ჰქონდა - 8 მოგება და 1 ფრე.

ყველაფერი ბრძოლის სტარტზე გრანტის შეცდომამ განაპირობა. მისი ძლიერი მხარე როგორც ცნობილია ჭიდაობა გახლავთ, მან კი სთრაიქინგის გამოყენება დაიწყო. გახსნილი სტილით დაპირისპირებისას ორივეს მოხვდა, შემდეგ კი გრინმა დოუსონი დაანოკაუტა. საბოლოოდ, არბიტრმა ბრძოლა შეაჩერა და ბობის ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება გაუფორმა.

37 წლის ბობი გრინი ამიერიდან ყველაზე პოპულარული წონის რეიტინგში მე-10 ადგილზე იქნება და ყველაზე ასაკოვანი მებრძოლის სტატუსიც ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვიცი, რასაც ვიმსახურებ“ - დვალიშვილმა დენა უაითს უპასუხა
„ვიცი, რასაც ვიმსახურებ“ - დვალიშვილმა დენა უაითს უპასუხა