კრიშტიანუ რონალდუ, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

ბელინგემმა რეალში რონალდუს რეკორდი დაამხო

ლა ლიგის მე-9 ტურში „რეალმა“ „ოსასუნას“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.

ამ შეხვედრაში ჯუდ ბელინგემმა კრიშტიანუ რონალდუს ლა ლიგის რეკორდი დაამხო.

ინგლისელმა ნახევარმცველმა მე-9 წუთზე ანგარიში გახსნა, 54-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა. ეს ლა ლიგაში დებიუტიდან დღემდე მისი მე-7 და მე-8 გოლებია იყო. კრიშტიანუ რონალდუმ 2009 წლის იმავე პერიოდში მადრიდელების შემადგენლობაში 7 გოლის გაიტანა შეძლო, რაც დღემდე რეკორდული მაჩვენებელი იყო.

გარდა ამისა, ყველა ტურნირზე „რეალის" პირველ 10 მატჩში დაფიქსირებული შედეგებით, ბელინგემი რონალდუს ეფექტური მოქმედებებითაც უსწრებს. ინგლისელს 10 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს, კრიშტიანუს კი 10 გოლი და 1 საგოლე გადაცემა ჰქონდა.

„რეალი“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილს 24 ქულით ლიდერობს. „ბარსელონა“ გამარჯვების შემთხვევაში მათთან ჩამორჩენას 1 ქულამდე შეამცირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გიჟური ფინალი - ჟირუს „სეივმა“ მილანს ჯენოასთან მოაგებინა
გიჟური ფინალი - ჟირუს „სეივმა“ მილანს ჯენოასთან მოაგებინა