ფორმულა 1: მაქს ფერსტაპენი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია
„რედ ბულის“ პილოტი მაქს ფერსტაპენი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია.
ფერსტაპენმა მსოფლიო ჩემპიონობა ვადაზე ადრე გაიფორმა. „რედ ბულის“ პილოტმა ტიტულის ვადაზე ადრე გაფორმება კატარის გრანპრიზე შეძლო, როცა მისი გუნდელი სერხიო პერესი ავარიაში მოჰყვა, რა დროსაც ერთ-ერთ მოსახვევში ესტებან ოკონოსა და ნიკო ჰიულკენბერს დაეჯახა.
ამის შემდეგ, პერესმა ის მათემატიკური შანსიც დაკარგა, რომელიც მხოლოდ მას ჰქონდა და ფერსტაპენი კონკურენტებისთვის საბოლოოდ მიუღწეველი გახდა.
 
MAX VERSTAPPEN.
— Formula 1 (@F1) October 7, 2023
THREE-TIME WORLD CHAMPION! ???????????? pic.twitter.com/IvcQOA5wu4
 
ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ეტაპი რჩება, თუმცა ფერსტაპენისთვის ეს უკვე ფორმალობაა.
„რედ ბულის“ ნიდერლანდელი პილოტი ამ შედეგით ისტორიაში შევიდა და ის მ-11 გახლავთ, რომელმაც მინიმუმ სამგზის ჩემპიონობის გაფორმება შეძლო.
ლეგენდების სია ასეთია:
ჯეკი სტიუარტი - 3
ჯეკ ბრებემი - 3
ნიკი ლაუდა - 3
ნელსონ პიკე - 3
აირტონ სენა - 3
ალენ პროსტი - 4
სებასტიან ფეტელი - 4
ხუან-მანუელ ფანხიო - 5
ლუის ჰამილტონი - 7
მიხაელ შუმახრი - 7
Max Verstappen becomes just the fifth driver to win three world championships back-to-back ????
— ESPN F1 (@ESPNF1) October 7, 2023
Elite company ???? pic.twitter.com/YJppLtddRj