გიორგი შერმადინი, ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 15 ქულა - ტენერიფემ სეზონში პირველი თამაში მოიგო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში „ტენერიფემ“ „ბრეოგანს“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 88:81 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და ოვერ ტაიმი გახდა საჭირო.

როგორც ყოველთვის, გიორგი შერმადინი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე მხოლოდ ერთი მოხსნა დააკლდა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 27 წუთი და 49 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში, შერმადინმა 15 ქულას, 9 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

ცნობისთვის, შერმადინმა 2-ქულიანი 8-ჯერ ისროლა და ზუსტი 4 აღმოჩნდა. დანარჩენი 7 ქულა კი საჯარიმო ტყორცნებით დააგროვა.

აღსანიშნავია, რომ „ტენერიფემ“ მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი მოიგო. დღევანდელ დღემდე, ვიდორეტას გუნდს ზედიზედ 3 წაგება ჰქონდა და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს იკავებდა. შემდეგ ტურში, „ტენერიფე“ „ჟირონას“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველომ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი უელსთან მარცხით დაასრულა
საქართველომ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი უელსთან მარცხით დაასრულა