კრისტიან პულიშიჩი, ოლივიე ჟირუ
Aa
Aa

გიჟური ფინალი - ჟირუს „სეივმა“ მილანს ჯენოასთან მოაგებინა

იტალიის სერია ა-ს მე-8 ტურში „ჯენოა’’ შინ „მილანთან’’ 0:1 დამარცხდა, რითაც სატურნირო ცხრილის სათავეში სტეფანო პიოლის გუნდი სეზონში პირველად მოექცა.

გენუაში გამართულ მატჩში გამარჯვების გოლი კრისტიან პულიშიჩმა 87-ე წუთზე შეაგდო, საგოლე პასი იუნუს მუსას ანგარიშზეა.

მეორე ტაიმის მე-9 დამატებულ წუთზე არბიტრმა მოედნიდან მაიკ მენიო გააძევა. „მილანს’’ ცვლილებების ლიმიტი ამოწურული ჰქონდა, „მილანის’’ კარში ოლივიე ჟირუ ჩადგა, რომელმაც საოცარი რეფლექსები გამოავლინა და გუნდს 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

ამ შეხვედრაში კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა, მე-13 დამატებულ წუთზე „ჯენოას’’ მეკარე ხოსეპ მარტინესი გააძევეს, რომელიც შეტევაში იყო გადასული. ასე რომ, მსაჯის მიერ დამატებულ დროში მსაჯმა ორივე გუნდის მეკარე გააძევა.

როგორც აღვნიშნეთ, „შავ-წითლებმა'', ამ გამარჯვებით, სატურნირო ცხრილის სათავეში გადაინაცვლეს - თანაქალაქელ „ინტერს'', რომელმაც „ბოლონიასთან'' (2:2) ვერ მოიგო, 2 ქულით გაუსწრეს.

„მილანის'' მეკარე მაიკ მენიო ორ მნიშვნელოვან თამაშს გამოტოვებს, „მილანს'' „იუვენტუსთან'' საშინაო და „ნაპოლისთან'' გასვლით შეხვედრებში ვერ დაეხმარება. გარდა ამისა, ყვითელი ბარათების გამო, ტურინელებთან ტეო ერნანდესიც არ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სპეცრაზმი გვიტევდა, დონ პაბლო კი ფეხბურთის რეპორტაჟს უსმენდა“ | პაბლო ესკობარი და ფეხბურთი
„სპეცრაზმი გვიტევდა, დონ პაბლო კი ფეხბურთის რეპორტაჟს უსმენდა“ | პაბლო ესკობარი და ფეხბურთი