ამირან გოგოლაძე, ლუკაშ სივეცი
Aa
Aa

მიყვარხარ ჩემო საქართველო - გოგოლაძის ბრწყინვალე გამარჯვება

MMA-ში, Oktagon47-ში ქართველმა მებრძოლმა ამირან გოგოლაძემ ბრატისლავაში ლუკაშ სივეცი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ამ მოგების შემდეგ ამირან გოგოლაძემ ქამრის მფლობელი გამოიწვია.

ამირან გოგოლაძე გამარჯვების შემდეგ: „უპირველესად, ჩემო ოჯახო, ჩემო საქართველო შენ გიძღვნი ისევ და ისევ. მიყვარხარ ჩემო ოჯახო, ჩემო საქართველო.

ჩემი ოპონენტი ნამდვილი ლომია. ამაყი ვარ, რომ ასეთი მებრძოლი დავამარცხე.

მე მჭირდება ტოპ მებრძოლთან შეხვედრა. მჭირდება ქამრის მფლობელთან შეხვედრა''.

25 წლის „სნაიპერმა'' კარიერაში მე-19 ბრძოლა გამართა. მის აქტივში 16 გამარჯვება და 3 ფრეა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები