რთული დარტყმები მოიგერია - მამარდას კარგი თამაში მალიორკასთან
ესპანეთის ლა ლიგის მე-9 ტურში „მალიორკა’’ – „ვალენსიას’’ მატჩი 1:1 დასრულდა.
ტრადიციულად, გიორგი მამარდაშვილმა „ღამურების’’ სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია, გაშვებული გოლი მის შეცდომას არ მოჰყოლია, გუნდის დაცვის ხაზი ჩავარდა.
მამარდაშვილი არადამაჯერებელი მხოლოდ ერთ მომენტში იყო, 65-ე წუთზე მეტოქის ჩაწოდებული ბურთი ხელიდან გაუვარდა, თუმცა შეცდომა მალევე გამოასწორა.
გიორგი მამარდაშვილის აქტივში 3 „სეივია''.
მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის ცხრა მატჩში სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. კარი მშრალად „ლას პალმასთან'' და მადრიდის „ატლეტიკოსთან'' მოგებულ შეხვედრებში შეინახა.
„ვალენსიამ'' 9 ტურში 11 ქულა დააგროვა, ამ მომენტისთვის მე-9 ადგილზეა. მე-10 ტურში „კადისს'' მიიღებს (23 ოქტომბერი, 23:00).