ავთო ებრალიძე
Aa
Aa

საგოლე პასი - ებრალიძის კარგი მატჩი პორტუგალიაში

პორტუგალიის რანგით მეორე ლიგაში „ტონდელამ’’ შინ „ლეიშოინში’’ 4:2 დაამარცხა.

სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში ავთო ებრალიძემ ითამაშა. 33-ე წუთზე მისი საგოლე პასით თანაგუნდელმა გაიტანა და ანგარიში 1:1 გახდა. საგოლე პასის გარდა ავთომ კიდევ ერთ მომენტში იაქტიურა, კარისკენ სახიფათოთ დაარტყა, თუმცა დარტყმა ოდნავ არაზუსტი იყო.

პირველი ტაიმი „ტონდელას’’ გამარჯვებით 2:1 დასრულდა. შესვენებისას ქართველი შემტევი ტრავმის გამო შეცვალეს. საბოლოოდ, შეხვედრა „ტონდელამ'' 4:2 მოიგო.

ებრალიძემ საგოლე პასი ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა. გასულ ტურში „პორტუ ბ''-სთან გაატანინა თანაგუნდელს. საერთო ჯამში ამ სეზონში 32 წლის შემტევმა ყველა ტურნირის ჩათვლით 8 მატჩში 1 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა.

18-გუნდიან ჩემპიონატში „ლეიშოინში'' 5 ქულით მე-16 ადგილზეა. სავარაუდოდ, ამ სეზონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები