ზლატან იბრაჰიმოვიჩი
Aa
Aa

„ნიჭით უნდა დაგიმახსოვრონ და არა იმით, თუ რამდენს იშოვი“, - იბრა საუდის არაბეთზე

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განმარტა, თუ რატომ თქვა უარი კარიერის საუდის არაბეთში გაგრძელებაზე.

„ვფიქრობ, ადამიანებმა, რომლებიც გარკვეულ დონეს აღწევენ, კარიერა დიდ სცენაზე უნდა დაასრულონ.

შემოთავაზება მქონდა ჩინეთიდან, საუდის არაბეთიდან. საქმე ისაა, რა გინდა, რა მიზნები გაქვს.

თქვენ უნდა დაგიმახსოვრონ თქვენი ნიჭით და არა იმით, თუ რამდენს იშოვით. ის, რისთვისაც ყოველდღე ვვარჯიშობთ, რისთვისაც გვაღიარებენ, ნიჭია და ხალხი ამით გვიმახსოვრებს.

თქვენ არ შეგიძლიათ დახვიდეთ დაბალ დონეზე და თქვენი კარიერა განსხვავებულად დაასრულოთ. მაგრამ ზოგიერთ მოთამაშეს ბევრი ფულის გამომუშავების შესაძლებლობა სჭირდება, რადგან მათ საკმარისად არ უხდიან“,

- თქვა იბრამ პირს მორგანთან ინტერვიუში.

გასულ სეზონში ზლატანმა „მილანში“ მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა და ტრავმების გამო 1 გოლი გაიტანა, რის შემდეგაც კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მარადონას თავი დავანებოთ და კვარას ზედმეტი წნეხის ქვეშ ნუ მოვაქცევთ“
„მარადონას თავი დავანებოთ და კვარას ზედმეტი წნეხის ქვეშ ნუ მოვაქცევთ“