მესი შესაძლოა იჯარის წესით სათამაშოდ ევროპაში დაბრუნდეს
ლეო მესი შესაძლოა ზამთარში სათამაშოდ ევროპაში დაბრუნდეს. ინფორმაციას ესპანური Sport-ი ავრცელებს.
საქმე იმაშია, რომ „ინტერ მაიამის“ MLS-ში პლეი-ოფს მიღმა დარჩენა ემუქრება. თუ, ყველაფერი ასე მოხდა, მესი ოფიციალურ მატჩში მონაწილეობის მიღებას 2024 წლის მარტამდე ვერ შეძლებს, რაც მისთვის პრობლემაა.
წყაროს ცნობით, არის შანსი ამ შემთხვევაში ლეომ იჯარის წესით ევროპაში ითამაშოს. მსგავსი პრეცედენტი უკვე არსებობს. MLS-ში თამაშისას დევიდ ბექჰემმა და ტიერი ანრიმ, ზამთარში „მილანსა“ და „არსენალში“ ითამაშეს, შემდეგ კი უკან დაბრუნდნენ.
ყველა დეტალის გათვალისწინებით, არსებობს ვარიანტი, რომ მესიც მსგავსად მოიქცეს და ბუნებრივია, ყველა არგენტინელის „ბარსელონას“ მაისურში ხილვას ელის.
ჯერჯერობით ამ თემასთან დაკავშირებით მეტი არაფერი დაწერილა. ყველაფერი მას შემდეგ გახდება ნათელი, თუ „ინტერ მაიამი“ პლეი-ოფს მიღმა დარჩება.
შეგახსენებთ, რომ მესის MLS-ში გადასვლის შემდეგ, 12 მატჩში 11 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს. მისი ტრავმის შემდეგ, გუნდს თამაში აღარ მოუგია. „ლა პულგამ“ ჯამში 5 შეხვედრა გამოტოვა, „ინტერ მაიამიმ“ კი 3 წააგო და 2 ფრედ ითამაშა.