ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მარადონას თავი დავანებოთ და კვარას ზედმეტი წნეხის ქვეშ ნუ მოვაქცევთ“

„ნაპოლისა“ და „ფიორენტინას“ ყოფილმა ფორვარდმა ფრანჩესკო ბაიანომ პრესასთან კვირას გასამართ მატჩზე და თავის ყოფილ გუნდებზე ისაუბრა.

ბაიანო კვარაცხელიას თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მას ზედმეტად დიდ წნეხში აქცევენ.

„კვარამ აჩვენა, რომ მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მისი შესაძლებლობებით მან ეს დაამტკიცა. იმედი მაქვს, ის სერია A-ში დიდი სიურპრიზი გახდება, როგორც საკუთარი თავისთვის ასევე ნაპოლისთვისაც. მის ზედმეტსახელს რაც შეეხება, მე თავს აბსურდული შედარების უფლებას არ მივცემ. წავიკითხე, რომ მას კვარადონას ეძახიან. მოდი დიეგოს თავი დავანებოთ, მოვასვენოთ და რაც მთავარია, ქართველ ფეხბურთელს გაზრდის საშუალება მივცეთ. ნუ მოვაქცევთ მას ზედმეტი წნეხის ქვეშ. ხვიჩა ამით დამძიმდება.

კვირას ნეაპოლელებს მნიშვნელოვანი მატჩი ელით. ველი, რომ ორივე გუნდი ლამაზ ფეხბურთს ითამაშებს, რადგან მათ ეს დნმ-ში აქვთ.

ნაპოლი გასული სეზონის შემდეგ მნიშვნელოვანმა მოთამაშეებმა დატოვეს, თუმცა გუნდმა კარგი შევსება მიიღო. ნაპოლის შესაძლოა წელს უმაღლესი დონის სეზონი ჰქონდეს, თუმცა გუნდი გამარჯვების მომენტებში არ უნდა აღელდეს და ასევე მარცხის შემთხვევაში იმწამსვე დეპრესიაში არ უნდა ჩავარდნენ“.

- ამბობს ბაიანო.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ „ფიორენტინა“ კვირას 22:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიელი ჟურნალისტი: „ამ წუთისთვის ლეაუ კვარაზე უკეთესია“
იტალიელი ჟურნალისტი: „ამ წუთისთვის ლეაუ კვარაზე უკეთესია“