ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ნაპოლის ყოფილი თავკაცი: „კვარა აღარ იღიმის, გუნდში სევდას ვხედავ“

„ნაპოლის“, „ლაციოსა“ და „კალიარის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ედოარდო რეიამ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდზე ისაუბრა. რეია „პარტენოპეიში“ შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა და საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

„ვიქტორ ოსიმენის გაწვრთნა მარტივი ნამდვილად არაა და საჭიროა, იცოდე, ბიჭებს როგორი ხასიათი აქვთ. რეგულარული დიალოგები აუცილებელია. განსაკუთრებით, როცა საუბარი ოსიმენის მსგავს მოთამაშეებს ეხებათ.

ხვიჩა კვარაცხელიაც აღარ იღიმის. ამ ნაპოლიში სევდას ვხედავ და ამის გამო, დამწუხრებული ვარ. ტყუილების თქმას სჯობს, ყოველთვის სიმართლე ილაპარაკო და იგივე უნდა მოხდეს, შესანიშნავ ფეხბურთელებთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას. ოსიმენი გუნდის მამოძრავებელი ძალაა და საოცარი უნარები აქვს“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ სერია A-ს გასულ ორ ტურში 6 ქულა მოიპოვა, შინ „უდინეზე“ 4:1 დაამარცხა, შემდეგ კი სტუმრად „ლეჩეს“ დიდი ანგარიშით მოუგო (4:0). მიმდინარე კვირაში „ნაპოლი'' ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალთან'' დამარცხდა (2:3), სერია A-ს შემდეგ ტურში კი „ფიორენტინას'' მიიღებს (8 ოქტომბერი, 22:45).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თამაში უნდა დაიმსახუროს“ - მორის სტეინი მიქაუტაძეზე
„თამაში უნდა დაიმსახუროს“ - მორის სტეინი მიქაუტაძეზე