პოლ პოგბა
Aa
Aa

ისევ დადებითია | პოგბას განმეორებითი ტესტის პასუხი ცნობილია

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა, პოლ პოგბამ, რამდენიმე კვირის წინ, დოპინგ-ტესტი ჩააგდო. ფრანგ ნახევარმცველს სისხლში ტესტოსტერონის კვალი აღმოუჩინეს და დროებითი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. ტესტის ჩაგდების შემდეგ, მისმა აგენტმა, რაფაელა პიმენტამ განაცხადა, რომ პოგბას განმეორებითი ტესტი უნდა ჩაეტარებინა და ახლახან მისი პასუხი გახდა ცნობილი.

გავლენიანი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, განმეორებითი ტესტის პასუხიც დადებითია და პოგბას გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. „იუვენტუსი“ პოგბას კონტრაქტთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს.

ავტორიტეტული იტალიური გამოცემის, La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მაქსიმალური სასჯელი, რომელიც პოგბას ემუქრება, 4-წლიანი დისკვალიფიკაციაა.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის დიდი ნაწილი, პოგბამ ტრავმის გამო გამოტოვა, მიმდინარე სეზონში კი სულ 2 მატჩი აქვს ჩატარებული. „ბიანკონერიში“ მისი კარიერა სასურველი გზით ვერ განვითარდა და დოპინგ-ტესტის ჩაგდებამ კლუბის ხელმძღვანელთა შორის, უამრავი კითხვის ნიშანი გააჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროლიგა: შენგელიას 17 ქულა და ბოლონიას დრამატული მარცხი
ევროლიგა: შენგელიას 17 ქულა და ბოლონიას დრამატული მარცხი