„თამაში უნდა დაიმსახუროს“ - მორის სტეინი მიქაუტაძეზე
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში „აიაქსმა“ ათენში „აეკთან“ ფრედ 1:1 ითამაშა. გიორგი მიქაუტაძეს არც ამჯერად უთამაშია.
ამსტერდამელთა მთავარ მწვრთნელს მორის სტეინს ამის შესახებ პრესკონფერენციაზე კითხვა დაუსვეს, რასაც ასე უპასუხა:
„აკპომს უფრო მეტი სისწრაფე აქვს და ფიზიკურადაც უკეთეს კონდიციებშია. მატჩში მეტი ფიზიკური ორთაბრძოლა იყო და მიქაუტაძე სწორედ ამიტომ დარჩა თადარიგში. ის ვარჯიშებზე სულ უფრო მეტად კარგად წარმოაჩენს თავს, მაგრამ მოედანზე ადგილი ჯერ უნდა დაიმსახუროს.
ვალვაიკთან მისი გამოყენება მსურდა, თუმცა შეხვედრა მეტოქის მეკარის ტრავმის გამო შეწყდა. მიქაუტაძე განსაკუთრებით კარგი ისეთ მატჩებშია სადაც ნაკლები სივრცეა. ამჯერად აეკთან ჩვენ მეტი სისწრაფე გვჭირდებოდა“.
- განაცხად სტეინმა მატჩის შემდეგ.
მიქაუტაძეს „აიაქსში“ მცირე სათამაშო დრო ეძლევა. ერედივიზიონში მიმდინარე სეზონში მან მხოლოდ 2 შეხვედრა ჩაატარა და მოედანზე 118 წუთი დაჰყო. პირველად მან გამთამაშებლად ითამაშა, მეორედ კი გარემარბის პოზიციაზე. 9 ნომრად თამაშის საშუალება ქართველ ფორვარდს ჯერ არ მისცემია.