გიორგი მიქაუტაძე, ამსტერდამის აიაქსი, მორის სტეინი
Aa
Aa

აიაქსის მწვრთნელმა უყურადღებოდ დატოვა - ნიდერლანდური გამოცემა მიქაუტაძეზე

ნიდერლანდური გამოცემა Voetbal International-ი „აიაქსის’’ იმ ექვს ფეხბურთელზე წერს, რომლებიც „აიაქსის’’ სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდებიან.

Voetbal International: „აიაქსის’’ 6 ფეხბურთელი მთავარმა მწვრთნელმა მორის სტეინმა უყურადღებოდ დატოვა. ეს მოთამაშეები არიან გიორგი მიქაუტაძე, კრისტიან ჰლინსონი, სივერტ მანსვერკი, ანტონ გოეი, ბორნა სოსა და ანას სალაჰ-ედინე.

გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ზაფხულში მოულოდნელად იყიდეს, „ფორტუნა სიტარდთან’’ მისთვის უცნობ პოზიციაზე, 10 ნომერზე ათამაშეს. მას ფლანგზე და ცენტრფორვარდის პოზიციებზე შეუძლია თამაში. 10 ნომერზე თამაში მისთვის უჩვეულო იყო. სადებიუტო მატჩის შემდეგ სასტარტოში აღარ ყოფილა''.

ნიდერლანდელმა ჟურნალისტმა იან ვერდონკმა Pantelic Podcast-ში საუბრისას აღნიშნა, რომ „აიაქსის’’ იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც პირველ გუნდში თამაში არ უწევთ და რომელთა ასაკი 24 წელს არ აღემატება, „აიაქსის’’ ახალგაზრდულ გუნდში თამაში შეუძლიათ.

„აიაქსის’’ ახალგაზრდული გუნდი ნიდერლანდების რანგით მეორე ლიგაში თამაშობს.

ცნობისთვის, „აიაქსმა“ ზაფხულში 12 ფეხბურთელი შეიძინა და 11 მათგანს კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მათ შორისაა გიორგი მიქაუტაძეც, ვის სანაცვლოდაც ამსტერდამელებმა 16 მილიონი ევრო გადაიხადეს და იგი „მეციდან“ გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძეს „აიაქსში“ მცირე სათამაშო დრო ეძლევა. ერედივიზიეს მიმდინარე სეზონში მან მხოლოდ 2 შეხვედრა ჩაატარა და მოედანზე 118 წუთი გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები