დავით ნინიაშვილი
Aa
Aa

ბურთით გავლილი მეტრები მსოფლიო ჩემპიონატზე | ნინიაშვილი მეორე ადგილზეა

Rugby World Cup-მა საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა და დაასახელა მორაგბეები, რომლებიც ბურთით გავლილი მეტრების რაოდენობით მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერები არიან. ტოპ 10-ში საქართველოს ნაკრების წევრიც მოხვდა და დავით ნინიაშვილი მეორე ადგილზე იმყოფება.

ნინიაშვილს ბურთით 402 მეტრი აქვს გავლილი და მხოლოდ ბანდი აკის ჩამორჩება. ირლანდიელ მორაგბეს საოცარი მსოფლიო ჩემპიონატი აქვს და პირველ ადგილს 487 მეტრით იკავებს. მესამე პოზიციაზე შოტლანდიელი დარსი გრეჰემია - 398 მეტრი, მეოთხე - პორტუგალიელი ნუნუ სოუზა გედეში (383 მეტრი), მეხუთე - ავსტრალიელი მარკ ნავაქანიტავასე - (368 მეტრი).

შეგახსენებთ, რომ „ბორჯღალოსნები“ 2023 წლის მსოფლიო თასის დასკვნით შეხვედრას 7 ოქტომბერს, ჩვენი დროით 17 საათზე გ ჯგუფის ლიდერ უელსთან ნანტში გამართავენ. უელსმა სამივე განვლილი თამაში მოიგო, 14 ქულა მოაგროვა და ავსტრალიას, რომელმაც უკვე ოთხივე შეხვედრა ჩაატარა 3, ხოლო ფიჯის 4 ქულით უსწრებს. ფიჯი დასკვნით ტურში პორტუგალიას ეთამაშება და ბონუსით გამარჯვების შემთხვევაში პირველი ადგილის დაკავების შანსი ექნება. შესაბამისად, „დრაკონებს“ საქართველოსთან მინიმუმ 2 ქულის მოპოვება სჭირდებათ, რათა მეოთხედფინალში გარანტირებულად პირველი ადგილით გავიდნენ.

„ბორჯღალოსნებს“ სამი თამაშიდან 3 ქულა აქვთ – ფრე პორტუგალიასთან და ნუგეში ფიჯისთან. გუნდი ტრავმების გამო ურთულეს სიტუაციაშია. მსოფლიო თასის მსვლელობისას 33-კაციან შემადგენლობას ბექა გორგაძე, ლუკა ჯაფარიძე, მირიან მოდებაძე, ლაშა ჯაიანი და თენგიზ ზამთარაძე გამოაკლდა. მომავალ შეხვედრას ტოვებს ლუკა ივანიშვილი. ტრავმირებულები არიან გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე და გამოცდილი კვაჭი შალვა მამუკაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძის მაგარი მატჩი - უოტფორდი მაინც დამარცხდა
ჩაკვეტაძის მაგარი მატჩი - უოტფორდი მაინც დამარცხდა