ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

„კუჭის არეში ტკივილები ჰქონდა“ - ჩავიმ იამალის მოედნიდან გასვლაზე ისაუბრა

ლამინ იამალი „პორტუსთან“ მატჩის დროს 71-ე წუთზე მოედნიდან „გაქრა“. კამერებმა მისი გასვლა ვერ დააფიქსირეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა 16 წლის ფეხბურთელი საპირფარეშოში გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

მე-80 წუთზე იამალი მარკოს ალონსომ შეცვალა. მთელი ამ ხნის განმავლობაში „ბარსელონა“ ათი კაცით თამაშობდა.

ამ საკითხზე კომენტარი „ბარსას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ გააკეთა.

„ლამინ იამალი თავს ცუდად გრძნობდა. კუჭის არეში ტკივილები ჰქონდა, მატჩის მსვლელობისას ის ამას მეუბნებოდა. თამაშის პაუზით ვისარგებლე და ვუთხარი, სწრაფად ემოქმედა და ტუალეტში წასულიყო, მაგრამ ბოლოს მითხრეს, რომ მოედანზე ვეღარ დაბრუნდებოდა“,

- განმარტა ჩავიმ.

იამალის რეკორდი

იამალი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა - „პორტუსთან“ მატჩის მომენტში იგი 16 წლის და 83 დღის იყო.

მანამდე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სასტარტო მოთამაშის სტატუსი „ანდერლეხტის“ ყოფილ ფეხბურთელს, სელესტინ ბაბაიაროს ეკუთვნოდა - მან პირველი მატჩი სასტარტოდან 16 წლისა და 86 დღის ასაკში ჩაატარა.

ცოტა ხნის წინ, „ბარსელონამ“ იამალს კონტრაქტი 2027 წლამდე გაუხანგრძლივა. მისი გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარტივი გამარჯვება - ნიუკასლმა პარი სენ ჟერმენს მოუგო
მარტივი გამარჯვება - ნიუკასლმა პარი სენ ჟერმენს მოუგო