ჩაკვეტაძის მაგარი მატჩი - უოტფორდი მაინც დამარცხდა
ინგლისის ჩემპიონშიფის მორიგ ტურში „უოტფორდი“ „სანდერლენდს“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისურ კარიერაში, პირველად მოხვდა „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში.
შეიძლება ითქვას, რომ ქართველ შემტევს ინგლისური გუნდის რიგებში ყველაზე გამორჩეული მატჩი ჰქონდა.
გიორგი 65-ე წუთზე შეცვალეს და იქამდე ძალიან აქტიური იყო. „ჯვაროსნების“ შემტევმა კარში ზუსტად 2-ჯერ დაარტყა, მაგრამ ორივე შემთხვევაში მეკარემ აჯობა. ერთი დარტყმა კი კარს ააცილა.
ჩაკვეტაძე ჯამში ბურთს 39-ჯერ შეეხო, 26 პასი გააკეთა საიდანაც ზუსტი 18 იყო(69%). გიორგიმ 4-ჯერ სცადა დრიბლინგი და წარმატებული ორი გამოვიდა. ჯამში, ამ სტატისტიკის გათვალისწინებით გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა 7.1 შეფასება დაუწერა, რაც მის გუნდში მეორე ყველაზე მაღალი შედეგი იყო.
ცნობისთვის, ამ წაგების შემდეგ, „უოტფორდს“ 9 ქულა დარჩა და გასავარდნ ზონასთან 1 საფეხური აშორებს. შემდეგ ტურში, ჩაკვეტაძის გუნდი „კარდიფს“ ესტუმრება.