ლიონელ მესი, ემილიანო მარტინესი
Aa
Aa

ემილიანო მარტინესი: “მესიმ ფეხბურთი დახურა“

მას შემდეგ, რაც არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ბევრი თვლის, რომ ლიონელ მესი ფეხბურთი დახურა. ზუსტად ამ აზრზეა მისი თანაგუნდელი ემილიანო მარტინესი.

„ასტონ ვილას“ კარის დარაჯმა განაცხადა, რომ მესი უამრავი ადამიანის შთაგონების წყაროა და მოგებული მუნდიალი ფაზლის ბოლო ნაწილია.

მარტინესი:

„ლიონელ მესი მთლიან არგენტინას წარმოადგენს. ის თავისი ქვეყნისთვის და ოჯახისთვის ყველაფერს აკეთებს. ფეხბურთი უყვარს და მოედანზე თავს არასდროს ზოგავს. მაგალითი, რომელსაც ყველა უნდა მივყვეთ არის მესი! მისით ვამაყობ!

ის არის პირველი და ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ფეხბურთი დახურა. კარიერას დაასრულებს ისე, როგორც მილიონობით ადამიანის კერპი. ლეო, როგორც ფეხბურთელი ძალიან უყვართ, მაგრამ ადამიანებს მისი პიროვნებაც უყვართ. მან ძალიან კარგად იცის ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ.“

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრების წარმატებაში ემილიანო მარტინესმა დიდი წვლილი შეიტანა. „ასტონ ვილას“ მეკარემ მუნდიალზე ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. ნიდერლანდების და საფრანგეთის ნაკრებების წინააღმდეგ, პენალტების სერიაში გაიბრწყინა.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები