იუვენტუსი, მასიმილიანო ალეგრი
Aa
Aa

ალეგრი: “მყავს ფეხბურთელები, რომლებიც მენტალურ ასპექტზე მუშაობენ“

მასიმილიანო ალეგრიმ იტალიურ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო მის ბევრ ფეხბურთელს დეპრესია ჰქონდა და ხაზი მის დახმარებას გაუსვა.

ფსიქიკური და მენტალური ჯანმრთელობა, ბოლო პერიოდში ფეხბურთში საკმაოდ აქტუალურია. ამ ყველაფრის დასაძლევად სხვადასხვა გუნდები პროფესიონალებს ქირაობენ.

რა თქვა ალეგრიმ?

„ახალგაზრდულ და ასევე მთავარ გუნდში მყავს ფეხბურთელები, რომლებიც ახლა მენტალურ ასპექტზე მუშაობენ. არსებობენ ბიჭები, რომელთა ასაკი 14 წელს არ აღემატება და მათ კორონავირუსის პანდემიის გამო დეპრესია აქვთ. ჩვენ კი ახლა სწორედ ამ კუთხით ვმუშაობთ მათთან.

კორონავირუსის გარდა, „იუვენტუსში“ სხვა მენტალური პრობლემებიც იყო, რომლებზეც ბევრი ვიმუშავეთ და დღემდე ვმუშაობთ. დარწმუნებული ვარ, სწორი მუშაობით ყველაფერს დავძლევთ და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში, გუნდის თამაშზე აისახება.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „ბებერი ქალბატონი“ ევრო ტურნირებზე არ თამაშობს. აქედან გამომდინარე, „ბიანკონერის“ მთელი აქცენტი სერია ა-ზე აქვს.

ცნობისთვის, 7 ტურის შემდეგ, ტურინულ კლუბს სერია ა-ში 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩას ვალვერდეს იღბალი დააკლდა“ – რას წერს Il Mattino კვარაცხელიაზე
„ხვიჩას ვალვერდეს იღბალი დააკლდა“ – რას წერს Il Mattino კვარაცხელიაზე