უეფას შემდეგ ფიფაც | რუსებისთვის აკრძალვის შემსუბუქებას აპირებენ
Aa
Aa

უეფას შემდეგ ფიფაც | რუსებისთვის აკრძალვის შემსუბუქებას აპირებენ

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა, Sky Sports-ი იტყობინება, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქებას განიხილავს. ფიფა აპირებს, უეფას მსგავსად მოიქცეს და რუსეთის 17-წლამდე ნაკრებს საკუთარი ეგიდით გასამართ ტურნირებზე თამაშის უფლება მისცეს.

Sky Sports-ის ინფორმაციით, შესაძლოა, გადაწყვეტილება ოფიციალურად უახლოეს საათებში გამოცხადდეს. საქმე ისაა, რომ ევროპული ახალგაზრდული ნაკრებები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის უეფას ეგიდით გასამართ ტურნირებზე იბრძვიან და ფიფაში ლოგიკურად თვლიან, რომ უეფას დაშვების შემდეგ, მათაც იგივე გააკეთონ.

როგორც მოგეხსენებათ, უეფას გადაწყვეტილებას უდიდესი კრიტიკა მოჰყვა და რამდენიმე ფედერაციამ რუსეთთან თამაშს ბოიკოტი გამოუცხადა. უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ აკრძალვის შემსუბუქება კატეგორიულად დაგმო და უეფას წევრებს მოუწოდა, იგივე გააკეთონ.

საინტერესოა, რომ ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ რუსეთის 17-წლამდე ნაკრებს ტურნირებში მონაწილეობის უფლება იმ პირობით მისცა, რომ ისინი ჰიმნისა და დროშის გარეშე იქნებიან და მატჩები ნეიტრალურ ტერიტორიაზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიქაუტაძე და სხვები უფასოდ გაუშვით“ - ნიდერლანდელი ჟურნალისტი აიაქსზე
„მიქაუტაძე და სხვები უფასოდ გაუშვით“ - ნიდერლანდელი ჟურნალისტი აიაქსზე