ხვიჩა კვარაცხელია, მარიო რუი
Aa
Aa

მარიო რუის აგენტი გარსიას აკრიტიკებს: „უბრალოდ ხვიჩას თამაშს შეხედეთ“

მარიო რუის აგენტმა, მარიო გუფრედიმ „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი, რუდი გარსია გააკრიტიკა. გუფრედი უკმაყოფილოა, ფრანგი სპეციალისტი მის კლიენტს სათამაშო დროს რომ არ აძლევს და აცხადებს, რომ მარიო რუისთან ერთად, „პარტენოპეის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია უკეთ ასპარეზობს.

„რუდი გარსია მარიო რუის უსამართლოდ და უპატივცემულოდ ეპყრობა. უპატივცემულოდ, რადგან ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელიც სერია A-ს ბოლო ორი სეზონის განმავლობაში, ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი გახლავთ. მას სპალეტის ფორმაციის ნაპოლიში ფუნდამენტური როლი ჰქონდა, ახლა კი უპატივცემულობას იღებს.

ორი რამაა, რაზეც მინდა, ყურადღება გავამახვილო: ან მარიო რუი გარსიას სტილისთვის შესაფერისი ფეხბურთელი არაა, რადგან მას არ უნდა, მისმა მოთამაშეებმა დრიბლინგი უკნიდან დაიწყონ ან საუდის არაბეთში ნამუშევარი რუდი მარიო რუის, როგორც ფეხბურთელს, საერთოდ არ იცნობს.

უსამართლობაა, როცა უდინეზესთან შესანიშნავად თამაშობ და მომდევნო შეხვედრებში ნდობას არ გიცხადებენ. უბრალოდ შეხედეთ კვარაცხელიას ასპარეზობას, როცა მარიო რუი მოედანზეა. ხვიჩა უკეთ თამაშობს, როცა ფლანგზე დრიბლიორი ჰყავს. შესაძლოა, მთავარ მწვრთნელს დაცვაში დრიბლინზე უფრო ნაკლებად ორიენტირებული ფეხბურთელი უნდოდეს, მაგრამ ის მაინც უნდა გვითხრას, რომ ასეა და განსხვავებილი სტილის განაპირა მცველი სურს. უპატივცემულობაა, რადგან წლებია მარიო რუი ერთ-ერთი საუკეთესო განაპირა მცველია“.

შეგახსენებთ, რომ მარიო რუიმ მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა და მოედანზე ჯამში 232 წუთი გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩას ვალვერდეს იღბალი დააკლდა“ – რას წერს Il Mattino კვარაცხელიაზე
„ხვიჩას ვალვერდეს იღბალი დააკლდა“ – რას წერს Il Mattino კვარაცხელიაზე