გიორგი მოისწრაფიშვილი
Aa
Aa

პირველი აღიარება ბელგიაში | მოისწრაფიშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში

„ბევერენის“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მოისწრაფიშვილი ბელგიის რანგით მეორე დივიზიონის, ჩელენჯერ პრო-ს მე-7 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 22 წლის ნახევარმცველმა „დაინცეს“ წინააღმდეგ გამართული მატჩი სრულად ჩაატარა და თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

მოისწრაფიშვილი „ბევერენის“ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც საუკეთესო თერთმეტეულში შეიყვანეს. ბელგიურ კლუბში გადასვლის შემდეგ, ეს გიორგის პირველი აღიარებაა და იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალში უფრო მაღალ მწვერვალებს დაიპყრობს.

„დაინცესთან“ გამართულ მატჩს რაც შეეხება, „მოისამ“ შეუცვლელად მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა. იგი ბურთს 52-ჯერ შეეხო, 44-დან 39 პასი ზუსტად გააკეთა, თანაგუნდელებს 1 ხელსაყრელი მომენტი შეუქმნა და 4 საკვანძო გადაცემა მიითვალა.

გეტყვით იმასაც, რომ 7 ტურის შემდეგ, „ბევერენს“ 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციას იკავებს. მოისწრაფიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 8 ოქტომბერს გამართავს და საკუთარ კედლებში „ვარეგემს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩას ვალვერდეს იღბალი დააკლდა“ – რას წერს Il Mattino კვარაცხელიაზე
„ხვიჩას ვალვერდეს იღბალი დააკლდა“ – რას წერს Il Mattino კვარაცხელიაზე