ლუის რუბიალესი
Aa
Aa

„მითხრა, რომ შემეძლო, მეკოცნა“ - რუბიალესის ჩვენების დეტალები

ესპანურ პრესაში ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის, ლუის რუბიალესის ჩვენების ნაწილი გავრცელდა. რუბიალესი სასამართლოს წინაშე ჯენი ერმოსოს კოცნის გამო, რამდენიმე დღის წინ წარდგა და მისი ჩვენება 54 წუთსა და 36 წამს გაგრძელდა.

„ხელი მომკიდა, სადაც შეეძლო და მეც იგივე გავაკეთე. სხვა არაფერი ყოფილა. 2-3 წუთის შემდეგ, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები ჩემ გარშემო იდგნენ და ამ მომენტში ვერავის ვეტყოდი, რომ ჩემს მუხლებს, ზურგს ან უკანალს არ შეხებოდნენ. მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგეთ და უდიდესი ეიფორიასა და სიხარულს ვგრძნობდით.

ერმოსო ჩემთან ჩასახუტებლად მოვიდა და როცა ვეხუტებოდი, ვუთხარი, რომ მის გარეშე ჩემპიონები ვერ გავხდებოდით. ვკითხე, მისთვის კოცნა შემეძლო თუ არა და მისგან თანხმობა მივიღე. ეს ყველაფერი ისე სპონტანურად და ბუნებრივად მოხდა, როგორიც ლატარიაში მოგება, უკრაინაში ომის დაწყება და მსოფლიოზე წარმატების მიღწევა გახლავთ. თავადვე მითხრა, რომ ეს ამად ღირდა“.

შეგახსენებთ, რომ ქალ ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის ნაკრებმა ინგლისს მინიმალური სხვაობით, 1:0 მოუგო, დაჯილდოების ცერემონიაზე კი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა, ლუის რუბიალესმა ნაკრების ფეხბურთელ ჯენიფერ ერმოსოს ტუჩებში აკოცა, რასაც საერთაშორისო სკანდალი მოჰყვა. საბოლოოდ, რუბიალესს პრეზიდენტის თანამდებობის დატოვება მოუწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩიტოს წარმომადგენელმა დაადასტურა | ომალის მომდევნო მეტოქე მერაბი არ იქნება
ჩიტოს წარმომადგენელმა დაადასტურა | ომალის მომდევნო მეტოქე მერაბი არ იქნება