ზურიკო დავითაშვილი, დავიდ გუიონი
Aa
Aa

„ჩვენს თამაშში ნაპერწკალი შემოაქვს“ - ბორდოს თავკაცმა ზურიკო შეაქო

„ბორდოს“ მთავარმა მწვრთნელმა დავიდ გუიონმა ზურიკო დავითაშვილი შეაქო. ქართველმა ფეხბურთელმა „კაენთან“ შეხვედრაში მიმდინარე სეზონში პირველად გაიტანა და მატჩის შემდეგ, ჟირონდელთა თავკაცმა მასზე დეტალურად ისაუბრა.

„ზურიკო დავითაშვილი არის ფეხბურთელი, რომელსაც ჩვენს თამაშში ნაპერწკალი შემოაქვს. ის შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და მეტოქე გუნდის დაცვის ხაზში დიდ დისბალანსს ქმნის. მისი პროგრესით ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ გაიტანა, რადგან გოლს ნამდვილად იმსახურებდა.

გრენობლთან მატჩის შემდეგ იმედგაცრუებული იყო, მაგრამ მისი სახით, კიდევ ერთ ბიჭს ხედავთ, რომელიც ხასიათს იძენს. ზურიკო 22 წლისაა, იზრდება და დრო უნდა მივცეთ. მან პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და არის ბიჭი, რომელიც წინსვლასა და პროგრესს გააგრძელებს. ვნახეთ, რომ ზურიკო მცველებთან დუელებში გამარჯვებული გამოდიოდა და შესვენებაზე ვუთხარით, იმავენაირად თამაში გაეგრძელებინა. დავაყენეთ პოზიციაზე, სადაც კაენს პრობლემებს შეუქმნიდა და ძალიან, ძალიან კარგი სამუშაო გასწია. პირველი ტაიმის ბოლო 15 წუთი ცუდად ჩაატარა, მაგრამ მისგან სიღრმიდან შეტევა მოვითხოვეთ და ყველაფრის გაკეთება არ შეუძლია“.

შეგახსენებთ, რომ „ბორდოსა“ და „კაენის“ შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. 9 ტურის შემდეგ, ჟირონდელებს 11 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციას იკავებენ. დავითაშვილის გუნდის მომდევნო მეტოქე „ლავალი“ გახლავთ, რომელიც 22 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„2 ყოფილი ჩემპიონი დავამარცხე“ - მერაბმა ომალი კიდევ ერთხელ გამოიწვია
„2 ყოფილი ჩემპიონი დავამარცხე“ - მერაბმა ომალი კიდევ ერთხელ გამოიწვია