მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, მარლონ ვერა
Aa
Aa

ჩიტოს წარმომადგენელმა დაადასტურა | ომალის მომდევნო მეტოქე მერაბი არ იქნება

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, შონ ომალი მომდევნო ბრძოლას მარლონ „ჩიტო“ ვერას წინააღმდეგ გამართავს. ეკვადორელი მებრძოლის წარმომადგენელმა, ჯეისონ ჰაუსმა ერთ-ერთ ინტერვიუში დაადასტურა, რომ შემდეგ ჩხუბში „ჩიტოს“ საჩემპიონო ქამრის მოპოვების შანსი ექნება.

ვერა UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-6 პოზიციას იკავებს. ომალის კარიერაში ერთადერთი მარცხი სწორედ ეკვადორელმა მებრძოლმა აგემა და მოქმედ ჩემპიონს რევანშის აღება სურს. პარალელურად, ომალი თვლის, რომ „ჩიტოსთან“ ჩხუბი უაღრესად საინტერესო იქნება და დიდ ფულს მოუტანს. ეკვადორული პრესის ინფორმაციით, UFC-ი ამ ბრძოლას ოფიციალურად მალე დააანონსებს.

როგორც მოგეხსენებათ, მერაბ დვალიშვილი ტოპ 15-ში მეორე პოზიციაზეა და ტიტულის მთავარი პრეტენდენტია. „მანქანა“ ომალის წლებია იწვევს და შონის გაჩემპიონების შემდეგ, ქამრისთვის ჩხუბის სურვილი უამრავჯერ გამოთქვა, მაგრამ „შუგას“ მასთან ბრძოლის პერსპექტივა არ ხიბლავს და თვლის, რომ მოსაწყენი მებრძოლია.

საინტერესოა, რომ ბუკმეკერების აზრით, ის ვერასთან აშკარა ფავორიტია, დვალიშვილთან კი განსხვავებული ვითარებაა და აუტსაიდერის სტატუსი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„2 ყოფილი ჩემპიონი დავამარცხე“ - მერაბმა ომალი კიდევ ერთხელ გამოიწვია
„2 ყოფილი ჩემპიონი დავამარცხე“ - მერაბმა ომალი კიდევ ერთხელ გამოიწვია