რუდი გარსია
Aa
Aa

რუდი გარსია რეალის მე-3 გოლზე: „კუთხური არ უნდა დანიშნულიყო, ჯარიმა იყო“

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „რეალს“ დაუპირისპირდა და უაღრესად საინტერესო ბრძოლაში 2:3 დამარცხდა. „სამეფო კლუბის“ მესამე გოლი კუთხურს მოჰყვა, რომელიც გულშემატკივართა დიდი ნაწილის მიხედვით, არ უნდა დანიშნულიყო და „ნაპოლის“ თავკაცი, რუდი გარსია ამ პოზიციას იზიარებს.

„მეორე ნახევარში გუნდის რეაქცია ძალიან მომეწონა. შესვენებაზე თამაშში კორექტივები შევიტანეთ და მეორე ტაიმი კარგად ჩავატარეთ. გულშემატკივრებმა უდიდესი ბიძგი მოგვცეს და მეტოქე წნეხში მოაქციეს. სამწუხაროა, რომ წავაგეთ და მესამე გოლის ეპიზოდში არ გაგვიმართლა. ბურთი გავუშვით კუთხურიდან, რომელიც ალბათ, არ უნდა დანიშნულიყო, რადგან რუდიგერმა ოლივერაზე წესები დაარღვია და ჯარიმა იყო.

ანჩელოტი პენალტის მომენტზე ლაპარაკობს, ჩვენ კი ყურადღებას რეალის კუთხურზე ვამახვილებთ. ასე რომ, რაღაც მხრივ, ყველაფერი თანაბრადაა. სამწუხაროა, წონასწორობა რომ ვერ აღვადგინეთ, რადგან ბიჭები მარცხს ნამდვილად არ იმსახურებდნენ“.

შეგახსენებთ, რომ 2 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს. „პარტენოპეი“ ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრას 24 აგვისტოს გამართავს და სტუმრად „უნიონ ბერლინს“ დაუპირისპირდება. საინტერესოა, რომ იტალიური გაზეთი, Gazzetta dello Sport-ი გარსიას ეთანხმება და აცხადებს, რომ „რეალს“ კუთხურის ჩამოწოდების უფლება არ უნდა მიეღო, თუმცა დასძენს, რომ არც პენალტი იყო დასანიშნი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დამაგვირგვინებელ ფაზაში ცივსისხლიანობა აკლდა - იტალიური მედია ხვიჩაზე
დამაგვირგვინებელ ფაზაში ცივსისხლიანობა აკლდა - იტალიური მედია ხვიჩაზე