მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„2 ყოფილი ჩემპიონი დავამარცხე“ - მერაბმა ომალი კიდევ ერთხელ გამოიწვია

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი, შონ ომალი კიდევ ერთხელ გამოიწვია. „მანქანამ“ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ სატიტულო ბრძოლისთვის მზადაა.

„2018 წელს, UFC-ში მოპოვებული პირველი გამარჯვებიდან მოყოლებული, შონ ომალის ყოველი მოგებული ჩხუბის შემდეგ ვიწვევ. იმიტომ კი არა, რომ მასთან ბრძოლა ჩემთვის მარტივი ჩხუბია, იმიტომ რომ, შონთან დაპირისპირება ჩემთვის გამოწვევა იქნება.

UFC-იმ ჩემი გამოწვევები დააიგნორა… და ახლა აქ ვართ. 2 ყოფილი ჩემპიონი დავამარცხე და ზედიზედ 9 ბრძოლა მაქვს მოგებული. სრულიად ჯანმრთელი ვარ და ჩხუბისთვის მზად ვარ“.

შეგახსენებთ, რომ შონ ომალის მერაბთან ჩხუბი არ უნდა და სურს, მისი მომდევნო მეტოქე მარლონ „ჩიტო“ ვერა იყოს, რომელთანაც რევანში აქვს ასაღები. ბუკმეკერების აზრით, ის ვერასთან აშკარა ფავორიტია, დვალიშვილთან კი განსხვავებული ვითარებაა და აუტსაიდერის სტატუსი აქვს. მერაბის მიერ ნახსენებ ყოფილ ჩემპიონებს რაც შეეხებათ, „მანქანამ“ პიოტრ იანსა და ჟოზე ალდოს მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“უმაღლესი ხარისხი გვჭირდება“ - პიოლი დორტმუნდთან მატჩის წინ
“უმაღლესი ხარისხი გვჭირდება“ - პიოლი დორტმუნდთან მატჩის წინ